ძიძიშვილობა
პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1-2 წინადადებით: საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც შემორჩენილია ძუძუმტეობის ტრადიცია. მოსწავლეებმა იციან რა არის ძუძუმტეობა-მორდუობა და პასუხისმგებლობა ძუძუმტის მიმართ. მინდა მოსწავლეებს დავანახო ძუძუმტეობისა და მორდუობის ძველებური ტრადიციის ძალა. თუ რამდენად გამართლებულია დღევანდელი გადასახედიდან ძუძუმტეობის ტრადიცია.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები სწვდებიან და აანალიზებენ ძუძუმტეობის ტრადიციის დადებით და უარყოფით მხარეებს. გამოყოფენ რამდენიმე პრობლემურ საკითხს და იმსჯელებენ ამ საკითხის ირგვლივ.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები ისწავლიან ამ ტრადიციის მნიშვნელობას. ჩამოუყალიბდებათ თავიანთი შეხედულებები. გაარკვევენ აქვს თუ არა ყველა ტრადიციას არსებობის უფლება.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა/10 სასწავლო დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით შექმნიან ნაშრომს ამ თემაზე. რომელსაც შემდგომი კლასის მოსწავლეები გამოიყენებენ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასი დავყავი 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივეცი ინდივიდუალური დავალება.
I-ჯგუფს დავავალე შეესწავლათ აკაკი წერეთლის შემოქმედება და მოეძიათ მასალები მის შესახებ.
II-ჯგუფს დავავალე მოიძიონ მასალები ძველი ქართული ტრადიციების ირგვლივ.
III-ჯგუფს დავავალე ჩამოთვალონ ძუძუმტეობის ტრადიციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ თემის დამუშავების დროს მოსწავლეებმა გამოიყენეს ხელოვნების და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.
ქართ.X.1.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
.დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას.
.მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
.მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური აზრები.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა თავართქილაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatavartqiladze@gmail.com
No comments:
Post a Comment